ოფიციალური გარანტია
უფასო მიწოდება
24 თვემდე განვადება
უსაფრთხო გადახდა
ოფიციალური გარანტია
2 წლიანი გარანტია
უფასო მიწოდება
2-3 სამუშაო დღეში
24 თვემდე განვადება
საუკეთესო პირობებით
უსაფრთხო გადახდა
სწრაფი და უსაფრთხო გადახდა
პროდუქტის შესახებ
- 24 000 პასკალამდე შესრუტვის სიმძლავრე მშრალი და სველი ჭუჭყის მოსაშორებლად
- ტევადი, 20-ლიტრიანი კონტეინერი ხანგრძლივი მუშაობისთვის ხშირი დაცლის გარეშე
- შესრუტვისა და დაბერვის ფუნქცია შიდა სივრცეებისა და ღია ტერიტორიების კომპლექსური დასუფთავებისთვის
- მრავალფეროვანი საცმები სხვადასხვა ტიპის ზედაპირის ეფექტური მოვლისთვის
- 1000 ვტ-იანი სინქრონული ჩართვის როზეტი ელექტროინსტრუმენტების მისაერთებლად
- სწრაფი ფიქსაციის Quick-Lock სისტემა კომფორტული ტრანსპორტირებისთვის
- 4 მეტრიანი კაბელი და 1.8 მეტრიანი მილი დიდი ფართობების შეზღუდვების გარეშე დასასუფთავებლად
- 4-დონიანი ფილტრაციის სისტემა სუფთა ჰაერისა და დამატებითი დაცვისთვის
Dreame DF10 Pro (HHV16A) – მშრალი წმენდის ინდუსტრიული გამოყენების მტვერსასრუტი. მუშაობს დენზე კაბელით და განკუთვნილია რემონტისშემდგომი დასუფთავებისტვის.ა სევე შეუძლია სითხის შესრუტვა. თუმცა არ შეუძლია სველი წმენდა.
1. სიმძლავრე და ჰაერის ნაკადი
-
ენერგომოხმარება: 1400 ვტ — საკმაოდ მაღალი სიმძლავრე, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ მუშაობას მძიმე ნაგავთან გამკლავებისას.
-
შეწოვის ძალა: 24 000 პა (240 მბარი) ან 430 ვტ(ა) (აეროვატი). ეს უკანასკნელი არის წმინდა შეწოვის სიმძლავრის საზომი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მტვერსასრუტი ადვილად ასწევს მძიმე სამშენებლო ნარჩენებსაც კი.
-
ჰაერის ხარჯი (Airflow): 53 ლ/წმ — ეს ნიშნავს, რომ დიდი მოცულობის ჰაერსა და ჭუჭყს წამებში ისრუტავს.
2. უნიკალური ფუნქციები და შესაძლებლობები
-
სითხეების შეგროვება (Wet Vacuuming): მოწყობილობას შეუძლია წყლისა და სხვა სითხეების უშუალოდ პლასტიკურ კონტეინერში შესრუტვა (კომპლექტში ამისთვის მოყვება სპეციალური ღრუბლისებრი ფილტრი).
-
ჩაშენებული როზეტი: ეს არის სამშენებლო მტვერსასრუტების საუკეთესო ფუნქცია. მასში შეგიძლიათ შეაერთოთ ელექტროინსტრუმენტი (მაგ. პერფორატორი. ინსტრუმენტის ჩართვისას, მტვერსასრუტი ავტომატურად იწყებს მუშაობას და ბურღვის ან ჭრის პროცესშივე ისრუტავს ბეტონის მტვერსა და ნათალს.
-
დაბერვის ფუნქცია: მტვერსასრუტი მუშაობს საპირისპირო მიმართულებითაც — შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპიუტერის/ტექნიკის მტვრისგან გასაწმენდად, ან ეზოში ფოთლებისა და ნაგვის მოსაგროვებლად.
3. ნაგვის ტიპები და ზედაპირები
ეს მოდელი ყოვლისმჭამელია. ის გათვლილია ისეთ ნარჩენებზე, რომლებიც ჩვეულებრივ მტვერსასრუტს მომენტალურად გააფუჭებდა:
-
ნაგვის ტიპები: ბეტონის მტვერი, ნამსხვრევები, ნახერხი/ნათალი, ნაცარი, ფოთლები და ცხოველის ბეწვი.
-
ზედაპირები: ასფალტი, ტროტუარის ფილა, ბეტონის იატაკი, ტერასის ფიცარი, ასევე სახლის სტანდარტული საფარები (ლამინატი, პარკეტი, ხალიჩები, რბილი ავეჯი).
4. ფილტრაცია და კომპლექტაცია
-
HEPA ფილტრი: უზრუნველყოფს უწვრილესი და მავნე ბეტონის თუ თაჯირის მტვრის შეკავებას, რათა ის უკან ჰაერში არ გაიფრქვეს.
-
კომბინირებული სისტემა: შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პირდაპირ პლასტიკურ კონტეინერში (ტომრის გარეშე), ისე ერთჯერადი ქაღალდის/ქსოვილის ტომრით (რომელიც კომპლექტში მოჰყვება) — მშრალი და წვრილი მტვრის უკეთესი იზოლაციისთვის.
-
აქსესუარები: მოყვება 5 სხვადასხვა საცმი (მათ შორის ნაპრალების და დაბერვისთვის) და 1.8-მეტრიანი გამძლე პლასტიკური შლანგი (დიამეტრი 32 მმ).
5. კონსტრუქცია და გაბარიტები
-
ხმაურის დონე: 86 დბ — საკმაოდ ხმამაღალია (რაც ნორმალურია ასეთი სიმძლავრის სამრეწველო აპარატისთვის, აუცილებელია ამის გათვალისწინება).
-
ზომა და წონა: მოწყობილობის წონაა 6.06 კგ (შეფუთვით 8.95 კგ). ზომები: 38 х 37 х 54 სმ. კორპუსზე აქვს სპეციალური სამაგრები საცმების შესანახად, რაც ძალიან პრაქტიკულია.
მსგავსი პროდუქტები...
ხელის მტვერსასრუტი Dreame DF10 Pro (HHV16A)
399₾
- მიწოდება თბილისში
- მიწოდება რეგიონში
