ოფიციალური გარანტია

უფასო მიწოდება

24 თვემდე განვადება

უსაფრთხო გადახდა

ოფიციალური გარანტია

2 წლიანი გარანტია

უფასო მიწოდება

2-3 სამუშაო დღეში

24 თვემდე განვადება

საუკეთესო პირობებით

უსაფრთხო გადახდა

სწრაფი და უსაფრთხო გადახდა

პროდუქტის შესახებ

  • 24 000 პასკალამდე შესრუტვის სიმძლავრე მშრალი და სველი ჭუჭყის მოსაშორებლად
  • ტევადი, 20-ლიტრიანი კონტეინერი ხანგრძლივი მუშაობისთვის ხშირი დაცლის გარეშე
  • შესრუტვისა და დაბერვის ფუნქცია შიდა სივრცეებისა და ღია ტერიტორიების კომპლექსური დასუფთავებისთვის
  • მრავალფეროვანი საცმები სხვადასხვა ტიპის ზედაპირის ეფექტური მოვლისთვის
  • 1000 ვტ-იანი სინქრონული ჩართვის როზეტი ელექტროინსტრუმენტების მისაერთებლად
  • სწრაფი ფიქსაციის Quick-Lock სისტემა კომფორტული ტრანსპორტირებისთვის
  • 4 მეტრიანი კაბელი და 1.8 მეტრიანი მილი დიდი ფართობების შეზღუდვების გარეშე დასასუფთავებლად
  • 4-დონიანი ფილტრაციის სისტემა სუფთა ჰაერისა და დამატებითი დაცვისთვის

Dreame DF10 Pro (HHV16A) – მშრალი წმენდის ინდუსტრიული გამოყენების მტვერსასრუტი. მუშაობს დენზე კაბელით და განკუთვნილია რემონტისშემდგომი დასუფთავებისტვის.ა სევე შეუძლია სითხის შესრუტვა. თუმცა არ შეუძლია სველი წმენდა.

1. სიმძლავრე და ჰაერის ნაკადი

  • ენერგომოხმარება: 1400 ვტ — საკმაოდ მაღალი სიმძლავრე, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ მუშაობას მძიმე ნაგავთან გამკლავებისას.

  • შეწოვის ძალა: 24 000 პა (240 მბარი) ან 430 ვტ(ა) (აეროვატი). ეს უკანასკნელი არის წმინდა შეწოვის სიმძლავრის საზომი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მტვერსასრუტი ადვილად ასწევს მძიმე სამშენებლო ნარჩენებსაც კი.

  • ჰაერის ხარჯი (Airflow): 53 ლ/წმ — ეს ნიშნავს, რომ დიდი მოცულობის ჰაერსა და ჭუჭყს წამებში ისრუტავს.

2. უნიკალური ფუნქციები და შესაძლებლობები

  • სითხეების შეგროვება (Wet Vacuuming): მოწყობილობას შეუძლია წყლისა და სხვა სითხეების უშუალოდ პლასტიკურ კონტეინერში შესრუტვა (კომპლექტში ამისთვის მოყვება სპეციალური ღრუბლისებრი ფილტრი).

  • ჩაშენებული როზეტი: ეს არის სამშენებლო მტვერსასრუტების საუკეთესო ფუნქცია. მასში შეგიძლიათ შეაერთოთ ელექტროინსტრუმენტი (მაგ. პერფორატორი. ინსტრუმენტის ჩართვისას, მტვერსასრუტი ავტომატურად იწყებს მუშაობას და ბურღვის ან ჭრის პროცესშივე ისრუტავს ბეტონის მტვერსა და ნათალს.

  • დაბერვის ფუნქცია: მტვერსასრუტი მუშაობს საპირისპირო მიმართულებითაც — შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპიუტერის/ტექნიკის მტვრისგან გასაწმენდად, ან ეზოში ფოთლებისა და ნაგვის მოსაგროვებლად.

3. ნაგვის ტიპები და ზედაპირები

ეს მოდელი ყოვლისმჭამელია. ის გათვლილია ისეთ ნარჩენებზე, რომლებიც ჩვეულებრივ მტვერსასრუტს მომენტალურად გააფუჭებდა:

  • ნაგვის ტიპები: ბეტონის მტვერი, ნამსხვრევები, ნახერხი/ნათალი, ნაცარი, ფოთლები და ცხოველის ბეწვი.

  • ზედაპირები: ასფალტი, ტროტუარის ფილა, ბეტონის იატაკი, ტერასის ფიცარი, ასევე სახლის სტანდარტული საფარები (ლამინატი, პარკეტი, ხალიჩები, რბილი ავეჯი).

4. ფილტრაცია და კომპლექტაცია

  • HEPA ფილტრი: უზრუნველყოფს უწვრილესი და მავნე ბეტონის თუ თაჯირის მტვრის შეკავებას, რათა ის უკან ჰაერში არ გაიფრქვეს.

  • კომბინირებული სისტემა: შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პირდაპირ პლასტიკურ კონტეინერში (ტომრის გარეშე), ისე ერთჯერადი ქაღალდის/ქსოვილის ტომრით (რომელიც კომპლექტში მოჰყვება) — მშრალი და წვრილი მტვრის უკეთესი იზოლაციისთვის.

  • აქსესუარები: მოყვება 5 სხვადასხვა საცმი (მათ შორის ნაპრალების და დაბერვისთვის) და 1.8-მეტრიანი გამძლე პლასტიკური შლანგი (დიამეტრი 32 მმ).

5. კონსტრუქცია და გაბარიტები

  • ხმაურის დონე: 86 დბ — საკმაოდ ხმამაღალია (რაც ნორმალურია ასეთი სიმძლავრის სამრეწველო აპარატისთვის, აუცილებელია ამის გათვალისწინება).

  • ზომა და წონა: მოწყობილობის წონაა 6.06 კგ (შეფუთვით 8.95 კგ). ზომები: 38 х 37 х 54 სმ. კორპუსზე აქვს სპეციალური სამაგრები საცმების შესანახად, რაც ძალიან პრაქტიკულია.

მშრალი

ხელის მტვერსასრუტი Dreame DF10 Pro (HHV16A)

399₾

0 ნახვა
მიწოდების პირობები
  • მიწოდება თბილისში
2-3 სამუშაო დღე
  • მიწოდება რეგიონში
4 სამუშაო დღემდე